პრაღაში მთავრობისა და პრეზიდენტობის კანდიდატ პეტრ პაველის საწინააღმდეგო აქცია იმართება. ჩეხური მედიის ცნობით, დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ვაცლავის მოედანზე არიან შეკრებილები. მიტინგის ორგანიზატორი მოძრაობა „ჩეხეთი უპირველეს ყოვლისა“ ლიდერი ლადისლავ ვრაბელია, რომლის ორგანიზებითაც მანამდე არაერთი დემონსტრაცია გაიმართა. ვრაბელმა თავის გამოსვლაში ნატო-სა და ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა.
მოედანზე შეკრებილებმა ჩეხეთის მთავრობისა და პრეზიდენტობის კანდიდატ, ნატო-ს ყოფილი გენერლის პეტრ პაველის პოლიტიკა გააპროტესტეს. ბევრ დემონსტრანტს ხელში უჭირავთ ეროვნული დროშები, ასევე პლაკატები პრეზიდენტობის კანდიდატ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მხარდაჭერი პლაკატები.
პოლიციის შეფასებით, აქციაზე ასობით ადამიანია შეკრებილი.