ჩემი მისამართით აგორებულია ბინძური კამპანია, დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებს -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ზუგდიდში, პარტიის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არ დაესწრო ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე მის მხარდასაჭერ ბრიფინგს საკრებულოს დეპუტატებთან ერთად და რატომ გამოუცხადა მხარდაჭერა ლევან ხაბეიშვილს პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან კონჯარიამ, მელიამ აღნიშნა: „არ ვიცი და ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. აქ ვარ, რადგან ბევრი გამოწვევის წინაშეა პარტია და ქვეყანა. ეს გამოწვევები უნდა იყოს დაძლეული. აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ძლიერმა კანდიდატმა. ჩემი მისამართით არის აგორებული ბინძური კამპანია ეს მათი სტრატეგიაა ჩემს წინააღმდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს“.