მოლდოვა უყრაინის გამარჯვებას ელის, რათა დნესტრისპირეთის “მშვიდობიან დეოკუპაციაზე” მუშაობა გააგრძელოს, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ Vocea Basarabiei-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ყველას იმედი გვაქვს და გვსურს, რომ უყრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორია, რათა ჩვენ შევძლოთ მუშაობის გაგრძელება ქვეყნის მშვიდობიან რეინტეგრაციაზე და რუსი სამხედროების გაყვანაზე მუშაობა, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან ჩვენ ტერიტორიაზე, მშვიდობიანი მეთოდებით, ეს არის რაც ყველას გვსურს”, – თქვა პოპესკუმ.
მისი თქმით, რუსეთ-უყრაინის ომი მოლდოვის ცხოვრების ყველა ასპექტზე აისახა, მათ შორის, დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე.