ავღანეთში “თალიბანთან” შეტაკების შედეგად 12 ჯარისკაცი დაიღუპა

თორმეტი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ პროვინციაში ლოგარში, რადიკალური მოძრაობა “თალიბანის” მებრძოლებთან შეტაკებების შედეგად. ამის შესახებ პროვინციის პოლიციის სპიკერმა განაცხადა.

მისი თქმით, ინციდენტი ხუთშაბათს საღამოს მოხდა, როდესაც მებრძოლები თავს დაესხნენ უსაფრთხოების პუნქტებს მუჰამედ აგის რაიონის აჰმადზაი კალას მონაკვეთში.

შეტაკებების შედეგად დაიღუპნენ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების ექვსი წევრი, ავღანეთის ეროვნული პოლიციის (ANP) ერთი წევრი, მეამბოხეების ორი წევრი და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორის (NDS) სამი ჯარისკაცი. ორი ადამიანი დაშავდა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულია “თალიბანის” კიევ სხვა 10 მებრძოლი.

წყარო: ipress.ge