“ახია და ეგდოს სადაც არის, უშველოს ეხლა ბლუმ ( მერაბიშვილს გულისხმობს) და “დაყ@@@მა ოპოზიციამ”…”- მერაბიშვილის ახალი კომპრომატები

წყარო “ნაციონალური მოძრაობიდან” სააგენტო “თბილისი 24” -ს პარტიული წინასაარჩევნო ბრძოლის გააქტიურების შესახებ უყვება. მისი თქმით, არსებობს ნიკა მელიას მეტად სკანდალური ჩანაწერი, ვიდრე წინა, რომელიც საზოგადოებამ იხილა.

კითხვაზე, კონკრეტულად როდის გასაჯაროვდება ჩანაწერი, წყარო პასუხობს, რომ “მერაბიშვილი ელოდება ერთი ადამიანის საბოლოო გადაწყვეტილებას”.

-” გარდა აუდიო ჩანაწერისა, არსებობს ვიდეო ფაილიც, სადაც მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ სააკაშვილს საკმაოდ უცენზურო სიტყვებით ლანძღავს. ეს არავის გაუკვირდება, მაგრამ აქ უკვე ჩანაწერი მესამე პრეზიდენტის დაკავების შემდეგ არის შესრულებული, მოძრაობის ოფისში.
ვიდეო ჩანაწერში მელია პრეზიდენტ სააკაშვილზე ამბობს, რომ “ახია და ეგდოს სადაც არის, რომ მის დასახსნელად თითს არ გაანძრევს და უშველოს ეხლა ბლუმ ( მერაბიშვილს გულისხმობს) და “დაყ@@@მა ოპოზიციამ”.

წყაროს ცნობით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ასევე გააჩნია უტყუარი დოკუმენტალური მტკიცებულება ნიკა მელიას კრიმინალური წარსულის შესახებ, როდესაც ის მამის , ანზორ მელიას და პროფესორ ნიკოლოზ ყიფშიძის დახმარებით გადაურჩა საკმაოდ მძიმე სასჯელს .

წყარო: tb24