ლენინმა განსაზღვრა მეტწილად მე-20 საუკუნის სახე და აგრძელებს 21-ე საუკუნის სახის განსაზღვრას!

ვლადიმირ ლენინი – გულწრფელი რადიკალი, ფანატიკურად, მაგრამ ამავე დროს მშვიდად და წინდახედულად, რომელიც მუშაობდა სუპერიდეაზე, რომლისაც მას სჯეროდა.  მას სჯეროდა მარქსისტული დოქტრინისა, რომელიც კაპიტალიზმის აღმოფხვრასა და სოციალურად სამართლიანი საზოგადოების მშენებლობას ითვალისწინებდა.

ამ კაცის მოსყიდვა და შანტაჟი შეუძლებელი იყო, რადგან მან შეგნებულად გაწირა თავისი ცხოვრება ამ იდეისთვის. თუ ის რომელიმე კონფლიქტურ ძალასთან თანამშრომლობას აპირებდა, ეს ნამდვილად არ იყო იმისათვის, რომ ბალანსი ეპოვა და მშვიდობიანად თანაეარსება. და იმისათვის, რომ მოეპოვებინა უპირატესობა ან შესვენება, მოეგვარებინა საკუთარი პარტიის წინაშე  ტაქტიკური ამოცანები– და შემდეგ შეეტია გუშინდელი  “მოკავშირეებისთვის”.

თავად ლენინი არ თვლიდა რევოლუციას და მასში ბოლშევიკების გამარჯვებას იდეაფიქსად, რისთვისაც მას აუცილებლად უნდა მიეღწია საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში. ის არ გამორიცხავდა, რომ თავისი პერიოდის რევოლუციონერთა თაობა ვერ მოესწრებოდა  “გადამწყვეტი ბრძოლის“ მომენტს. მაგრამ ამავე დროს, ის ძალას არ იშურებდა ამ მომენტთან დასაახლოებლად.

რუსეთში 1917 წლის თებერვლის გადატრიალება  და მის მიერ გამოწვეული პოლიტიკური ქაოსი, სრული მოულოდნელობა იყო როგორც ლენინისთვის, ასევე  პროფესიონალი რევოლუციონერების უმეტესობისთვის. მაგრამ მან სწრაფად მოახდინა რეაგირება, ნეიტრალური შვეიცარიიდან დაბრუნდა რუსეთში – რადგან ის ყოველთვის იყენებდა ნებისმიერ შესაძლებლობას.

 

რევოლუციის ვექტორი

როდესაც ლენინი 1917 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა რუსეთში, ბოლშევიკების მომავალ გამარჯვებას თითქოს და არაფერი მოასწავებდა. პარტია შედარებით მცირერიცხოვანი იყო, მისი გავლენა ქარხნის მუშების ნაწილით შემოიფარგლებოდა.  იმ პერიოდში რუსეთი აგრარული ქვეყანა იყო და უდიდეს ძალას ფლობდნენ ისინი, ვინც დიდი ხნის განმავლობაში სოფლად გავლენის მოსაპოვებლად მუშაობდა  – „ესერები“. გარდა ამისა, გამოჩენილ ბოლშევიკთაგან დიდი ნაწილი ან ცარიზმის მიერ გადასახლებაში იმყოფებოდა, ან იძულებით ემიგრაციაში.

სამაგიეროდ, ბოლშევიკებს დასაკარგი ბევრი არაფერი ჰქონდათ და ისინი მოქმედებდნენ რადიკალური მეთოდებით. ხარისხი, რომელიც აღმაფრენას იწვევდა რევოლუციურ ეპოქებში.

ამავე დროს, ლენინს დახვეწილი პოლიტიკური ინსტინქტი გააჩნდა. იცოდა, როდის იყო “დრო”, ესმოდა, როდის იყო საჭირო შეტევაზე გადასვლა, როდის იყო ადრე, როდის უნდა დაეგროვებინა ძალები. 1917 წლის ზაფხულში ბოლშევიკებმა ნაადრევი მოქმედება დაიწყეს დროებითი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც “ივლისის დღეები”. ლენინმა განჭვრიტა მისი უპერსპექტივობა და წინააღმდეგი იყო – მაგრამ პარტიული ხელმძღვანელების შუა რგოლი ფიქრობდა, რომ წარმატებისთვის დრო დადგა და ამბოხება წამოიწყო.

აჯანყების ჩაფუშვის შემდეგ, ლენინმა პარტიაში წესრიგი დაამყარა, რამდენიმე თვის შემდეგ, ოქტომბერში, მაინც შეძლო და პარტია ქვეყნის ხელისუფლებაში მიიყვანა. და ეს ყოველივე იმ განადგურების შემდეგ, რომელიც ბოლშევიკებმა გაიარეს ივლისის დღეებში.

ძალაუფლების ხელში აღებაზე რთული, მისი შენარჩუნება იყო. აქაც ლენინის ტალანტი დაეხმარა პარტიას. მისი ხელმძღვანელობით ბოლშევიკებმა ქაოტური სამოქალაქო ომი მოიგეს და გაუსწორდნენ მოკავშირე-კონკურენტებს, მემარცხენე ესერების სახით. ლენინმა სიცოცხლის ბოლოს სსრკ დააფუძნა.

 

  სსრკ დაბადება

სსრკ ლენინის წყალობით დაიბადა. მაგრამ ათწლეულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბოლშევიკების პროგრესული იდეები ხალხისთვის უცხო იყო – მუშებსაც კი პირადად თავიანთთვის აინტერესებდათ  სამუშაოსა და დასვენების პირობები და არა მსოფლიოს პროლეტარებისთვის. მოგვიანებით, ყველა საბჭოთა ადამიანი იგრძნობს არასრულფასოვნებას “კაპიტალისტურ ქვენებთან” მიმართებაში, სადაც  ელემენტარულად უკეთესობა იყო სამომხმარებლო საქონელის სახით. გვიანდელი სსრკ გაჟღენთილი იყო საქონელზე გავეშებული ძიების სულით – როგორმე იშოვო რაიმე ღირებული. არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ის, რაც გსურს, რაც გიზიდავს მიუწვდომელი ფერადი ეტიკეტით.

ბოლშევიკებს შეეძლოთ ამ ბუნებრივი ადამიანური სურვილების გადალახვა  ქვეყანაში ღრმა კულტურული რევოლუციის გზით, ნამდვილი “საბჭოთა ადამიანის  აღზრდით”. მათ ამის გაკეთება ვერ შეძლეს და ჯამში საბჭოთა კავშირი დაიშალა. თუმცა ლენინის წვლილი მომხდარში მინიმალურია.

სამაგიეროდ, ასეთი მოულოდნელი და სწრაფი დაშლის მეორე მიზეზი დიდწილად მის სინდისზეა. სწორედ სსრკ-ს ეროვნულმა პოლიტიკამ  გამოიწვია ის ფაქტი, რომ განაპირა ქვეყნები ასე სწრაფად და მარტივად დაშორდნენ მას. საბჭოთა პროექტი უნიკალური იყო. მასში მყოფი ხალხის უმცირესებობებმა ასიმილირება ეტაპობრივად არ მოხდა, როგორც სხვა ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში. პირიქით – მიმდინარეობდა მუშაობა “ფესვებზე” – ხან ენერგიულად, ხანაც კი დუნედ, მაგრამ – მიმდინარეობდა. ერებისთვის სპეციალურად იქმნებოდა ეროვნული ინტელიგენცია, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და ელიტა. რა თქმა უნდა, აქ ლენინის გაანგარიშებას ქონდა ადგილი, რომელიც მის რწმენას ეფუძნებოდა მარქსიზმისადმი. მას სურდა მიეღო საბჭოთა რესპუბლიკები, სადაც თავადვე ერები გაიცნობიერებდნენ სოციალიზმის უპირატესობას. კულტის ჩამოყალიბების თავიდან აცილების მიზნით, პირველ რიგში საჭირო იყო მათი “ამოქაჩვა” ცნობიერების დონეზე. მაგრამ ლენინის მიმდევრებმა, რომლებმაც ვერ განახორციელეს კულტურული რევოლუცია, შეგნებული ლენინელების ადგილას მიიღეს ულტრანაციონალისტები. თანაც, ხშირად იქ, სადაც ერების ნასახიც კი არ არსებობდა. მათ აგროვებდნენ ხშირ შემთხვევებში ნახევრად ველური ტომებიდან. ჯამში მივიღეთ სუვერენიტეტების აღლუმი. ყოფილი რესპუბლიკის ელიტები არც ფიქრობდნენ სოციალიზმზე. სამაგიეროდ, დაუყოვნებლივ აღმართეს “რუსული ოკუპაციის” ფარი.

 

   ისტორიის სასამართლო

ლენინს არ აინტერესებდა რუსი ხალხის ბედი იმაზე მეტად, ვიდრე დანარჩენების ბედი. ამ გულწრფელ ფანატიკოსის ერთადერთი საზრუნავი მსოფლიო რევოლუცია იყო. დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, საბჭოთა კავშირიც კი ლენინისთვის მხოლოდ საშუალებას წარმოადგენდა. დიახ, საბჭოთა კავშირი დაიშალა და რუსეთის ხელისუფლების მიერ კომუნისტური იდეები უარყოფილ იქნა. მიუხედავად ამისა, ძნელია, ლენინს ცალსახად უწოდო დამარცხებული. ის აზროვნებდა გლობალურად და საუკუნეების გათვლაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საერთოდ არ ფიქრობდა, რომ ცხოვრების პერიოდში იხილავდა  დიად რევოლუციურ მოვლენებს.  ამიტომ ერთით მეტი სსრკ, ერთით ნაკლები – გლობალური ამოცანების თვალსაზრისით, რომელიც ლენინმა საკუთარ თავს დაუსახა, ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია.

ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სსრკ-ის სახით იყო პრეცედენტი. მსოფლიოში პირველი “მუშათა და გლეხთა” სახელმწიფოს დაარსება (უფრო სწორად, პროფესიონალი რევოლუციორებისა და კომუნისტების სახელმწიფო) თავისთავად იწვევა ბალანსის დარღვევას “ბურჟუაზიულ სამყაროში”. საკუთარი არსებობის ფაქტით, სსრკ-მ გავლენა მოახდინა დისკურსზე, ადამიანების გონებაში დაძრა კარგი და ცუდი ცნებები, მიღწევადი და შეუძლებელი.

სოციალურ პროგრესისტებს საბჭოთა კავშირის სახით გაუჩნდათ გზამკვლელი შუქურა,  მათ ახლა უკვე ჰქონდათ “წარმატების მიღწევის” ისტორია, რომლითაც შეიძლებოდა შთაგონება. მაშინაც კი, როდესაც სსრკ -მ დაკარგა პირვანდელი სახე და აღარ მოგვაგონებდა მგზნებარე რევოლუციონერთა სახელმწიფოს, მსოფლიოს მემარცხენე ინტელექტუალებმა შეძლეს ახალ პროექტებზე ყურადღების გადატანა. მაგალითისთვის, დასავლელ პროგრესულებს შორის პოპულარული იყო მაოიზმი, კამპუსებში აღფრთოვანებული იყვნენ პოლ პოტას რევოლუციით. დასაცემად გამზადებული ჩირაღდანი კვლავ ატაცებულ იქნა.

 იყვნენ რა წახალისებულნი ლენინური რევოლუციით , სოციალურმა პროგრესისტებმა დასავლეთში ნელ-ნელა მიიტაცეს განათლებისა და მეცნიერების სფერო, რომელიც  ათწლეულების წინ  კი კაპიტალიზმის დასაყრდენად მოჩანდა. ჩვენს დროში, სოციალური პროგრესის მხარდამჭერები სერიოზულ გავლენას ახდენენ მსოფლიოში ყველაზე მძლავრ გასართობ ინდუსტრიაზე მნიშვნელოვან ასპექტში – აზროვნების ტრანსლირებაში. მისი საშუალებით, შეიძლება მსოფლიოში ჩამოყალიბდეს იდეები კარგის და ცუდის შესახებ.

ლენინის დროს მშრომელები უმცირესობაში იყვნენ. ამას არ შეუშინებია ვლადიმირ ილიჩი და ის მათ დაეყრდნო, რასაც ძველი წესრიგის გადატრიალება მოჰყვა. დღეს ბევრმა მშრომელმა მიაღწია საკუთარ მიზანს და არ მიილტვის რევოლუციისკენ. მაგრამ ჩვევა ფსონი დაიდოს უკმაყოფილო უმცირესობებზე, არ გამქრალა. კულტურის დახმარებით პროგრესისტები ახალ რევოლუციურ კლასს ქმნიან სწორედ უმცირესობებისგან – რასობრივ, სექსუალურ, და მენტალურსაც კი. ასე რომ, ლენინის საქმე ცხოვრობს და ჰყვავის – სიმართლე არა რუსეთის კომპარტიის რიგებშია, არამედ მთელ პლანეტაზე და, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთში.

ლენინი 99 წლის წინ, 1924 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა. სწორედ მან განსაზღვრა მეტწილად მე-20 საუკუნის სახე და აგრძელებს 21-ე საუკუნის სახის განსაზღვრას.

 

 

ტიმურ შერზადი (“ვზგლიადი”)