კვიპროსული მედიის ინფორმაციით, თურქეთი მომდევნო თვეებში კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილის ანექსიას გეგმავს.
სტატიის თანახმად, „თურქეთში დაგეგმილი არჩევნებისა და გამოკითხვების არასასურველი შედეგების გათვალისწინებით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთისა და კვიპროსის წინააღმდეგ ყოველდღიურ მუქარას ავრცელებს“.
„კიდევ ერთი ჩარევა კვიპროსის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ან ეპიზოდი მწვანე ხაზზე არ გააჩაღებს ნაციონალიზმს თურქეთში, რათა ერდოღანის პოპულარობა ასწიოს იმ დონემდე, რაც უზრუნველყოფს პრეზიდენტად მის ხელახლა არჩევას. ერთადერთი ქმედება, რომელსაც ექნება ისტორიული მნიშვნელობა, არის ოკუპირებული ტერიტორიების თურქეთის მიერ ანექსია. ეს გააფართოებს თურქეთის ტერიტორიებს პირველად ასი წლის განმავლობაში, ქემალ ათათურქის მიერ თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დაარსებიდან. ამას დიდი სიმბოლიზმი აქვს ერდოღანისთვის, რომელსაც სურს, გამოჩნდეს ახალ „თურქების მამად“, ამჯერად ისლამური არომატით. ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიების ანექსიას საბჭოთა კავშირის აღორძინების დასაწყისად მიიჩნევს, ასევე ერდოღანი ოკუპირებული კვიპროსის ტერიტორიების ანექსიას ოსმალეთის იმპერიის ან თუნდაც „ლურჯი სამშობლოს“ აღორძინების დასაწყისად ხედავს“, – აღნიშნულია „საიფრეს მეილის“ სტატიაში.