მაიკ პენსი: ჯო ბაიდენი ამერიკას სოციალიზმისა და დასუსტების გზით წაიყვანს – ის რადიკალური დღის წესრიგის ტროას ცხენია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფლებასა და სოციალიზმს შორის არჩევანი იქნება.

 

„საქმე არ ეხება იმას, იქნება თუ არა ამერიკა უფრო კონსერვატიული ან უფრო ლიბერალური, უფრო „რესპუბლიკელების“ თუ უფრო „დემოკრატების“. საუბარია იმაზე, დარჩება თუ არა ამერიკა ამერიკად“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მაიკ პენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „ჯო ბაიდენი ამერიკას სოციალიზმისა და დასუსტების გზით წაიყვანს“.

„ჯო ბაიდენი რადიკალური დღის წესრიგის ტროას ცხენია“, – დასძინა მაიკ პენსმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

“იმედი”