ეროვნულ მუხტს ვერაფრით გააღვივებენ პოლიტიკოსები, რომელთა ქმედებებიც სიყალბით არის გაჯერებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა 24 თებერვალს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნულ მუხტს აღვივებენ ქვეყნის ინტერესების დამცველები და ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე მდგომნი.
„მოვისმინე, რომ ამ ხალხმა ეროვნული მუხტი უნდა გააღვივოს. ეროვნულ მუხტს ქვეყნის ინტერესების დამცველები აღვივებენ და ისინი, ვინც ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე მდგომნი არიან. ეროვნულ მუხტს ვერაფრით გააღვივებენ პოლიტიკოსები, რომელთა ქმედებებიც სიყალბით არის გაჯერებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან შეკრებილმა ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციისკენ მოუწოდეს. სიტყვით გამოსვლისას სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ განაცხადა: „ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით“.