შალვა პაპუაშვილმა და აშშ-ის ელჩმა განიხილეს საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი – მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კელი დეგნანთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეაჯამეს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობა და განიხილეს საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი, აგრეთვე, მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები.

მხარეებმა ასევე დეტალურად განიხილეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციით გათვალისწინებული რეფორმები.