მომღერალი თამუნა ამონაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებული ინტუიციის მატარებელია. ის წინასწარ გრძნობს როდის გარდაიცვლება ადამიანი და არის თუ არა ვინმე ცუდად. ამის შესახებ ამონაშვილმა „ია ფარულავას კონვერტში“ ისაუბრა:
„გაათმაგებული ინტუიცია მაქვს, ყოველთვის ყველაფერს წინასწარ ვგრძნობ, ზოგჯერ მეშინია ჩემი წინათგრძნობის. როცა სადარბაზოში შევდივარ, სუნით ვიგებ, რომ იქ არის გარდაცვლილი ან ძალიან მალე ვიღაც გარდაიცვლება. ეს ისეთი სუნია, ძალიან უცხო არაფერს ჰგავს… ძალიან მაშინებს ეს სუნი. ასევე ვგრძნობ როდესაც ადამიანი ცუდად ან ავადაა, ოღონდ მხოლოდ ჩემს მეგობრებს ვეუბნები, რადგან ისინი კარგად იღებენ ამ ინფორმაციას…
არ ვიცი საიდან და როგორ, მაგრამ ბავშვობიდან მაქვს რაღაც განსაკუთრებული კავშირი ღმერთთან. ახლაც ვარ ერთ-ერთი ტაძრის მგალობელი, ეს საქმე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვერც გეტყვით რამხელა რამეს ვიღებ აქედან, ეს ძალიან პირადულია, ვერ გადმოვცემ“, – ამბობს თამუნა ამონაშვილი.