პოლონეთმა გერმანიას ოფიციალურად სთხოვა „ლეოპარდის“ ტანკების უყრაინისთვის გადაცემის ნებართვა

პოლონეთმა გერმანიას ოფიციალურად სთხოვა „ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

„გერმანელებმა უკვე მიიღეს ჩვენი მოთხოვნა „ლეოპარდ 2“-ის ტანკების უყრაინაში გადაცემაზე თანხმობის შესახებ.

ასევე, მოვუწოდებ გერმანულ მხარეს, შეუერთდეს იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც მხარს უჭერენ „ლეოპარდ 2“-ის ტანკებით აღჭურვილ უკრაინას. ეს არის ჩვენი საერთო საქმე, რადგან ეს ეხება მთელი ევროპის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.