„ცისფერი მთების“ „სხვისი შვილების“, „ნეილონის ნაძვის ხის“, „თავადის ქალი მაიას“ და „ახალგაზრდა კომპოზიტორის“ დამდგმელი ოპერატორი, ლევან პაატაშვილი გარდაიცვალა.
ის 96 წლის იყო.
ლევან პაატაშვილი 1978 წლიდან იყო მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის პედაგოგი; 1981-1988წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1994 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” ოპერატორი, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის პროფესორი. დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა: “სხვისი შვილები”(1958), “დღე პირველი, დღე უკანასკნელი”(1959), “თოჯინები იცინიან”(1961), “ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი”(1983), “კედელი”(1991) და სხვ.