დავით დარჩაშვილი: …არა და არ გვინდა საკუთარი ავადმყოფობის სწავლა-მკურნალობა

ძალიან არ მინდა, ეგებ გამოსწორდეს. ან იქნებ ახლიდან დაწყება სჯობდეს. მეხსიერებაში ე.წ. ბანკობია ტივტივდება, კომუნისტების მოსვლამდეც რომ ხოცეს ჰალსტუხიანმა წინაპრებმა ერთმანეთი. ენმ-ში შექმნილ ვითარებას ვგულისხმობ. – ამის შესახებ ნაცმოძრაობის წევრი(პარლამენტის №7 და №8 მოწვევის დეპუტატი) დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“შეიძლება მედიაც ხელს უწყობს ამ ბაკხანალიას? მიკროფონი ხომ იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი – თან ინტერვიუერმაც თუ კარგად შეუძახა. მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც რესპოდენტებზეა. თქვენ ისე აზიანებთ ერთმანეთს, რომ ბოლოს, ტალახის დიდი გუნდის მეტი, არც არაფერი რჩება. ანდა სად გავერკვეთ მსმენელ- მაყურებლები, ვინ ვის როდის რა უთხრა ამა თუ იმ მანქანის კუთვნილების შესახებ? ან რატომ გავერკვეთ? ერთხელ ესეთი მარაზმი ზვიადის მიმდევრებს დაემართათ. ახლა მიშას მიმდევრებს ემართებათ. ბევრად მაწუხებს ეს მარაზმი, ვიდრე მთელი კრემლ-ოცნების სამყარო. არა და არ გვინდა საკუთარი ავადმყოფობის სწავლა-მკურნალობა და მერე გვიკვირს – იიი, კრემლი გვიპყროობს! ტფუ!” – წეს დავით დარჩიაშვილი.