საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს ალან გილამს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტის მიერ 2022 წელს გაწეულ საქმიანობაზე, მის შედეგებსა და 2023 წლის გეგმებზე, მათ შორის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე.
ალან გილამმა აღნიშნა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მზად არის, გააგრძელოს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით.