“რამდენიმე კვირის წინ, კობა ნაყოფიამ რომ თქვა, რომ დავით კეზერაშვილს შეხვდა, მოუყვეს საზოგადოებას რაზე იყო საუბარი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიასგან ასევე ითხოვს, რომ საზოგადოებას მოუყვეს, რატომ იყო წინააღმდეგი 2020 წლის არჩევნებზე პარტიიდან პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო.
“როცა ლაპარაკობს, კეზერაშვილმა რომ მოსთხოვა კობა ნაყოფიას გადადგომა, მაშინ კობა ნაყოფიამ რომ თქვა, რომ აგერ რამდენიმე კვირის წინ შეხვდა დავით კეზერაშვილს ორჯერ, რაზე ისაუბრეს, ეს მოუყვეს საზოგადოებას და მეორე, რატომ იყო წინააღმდეგი მიშა სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან ყოფილიყო პრემიერ მინისტრის კანდიდატი და რატომ იმუქრებოდა პარტიიდან წასვლით. მე, ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამებრძოლებს, გვქონდა კონკრეტული პრეტენზიები პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც უკავშირდებოდა საქმიან პრეტენზიებს. პირველი, რატომ ასეირნებდა ასიათასობით ადამიანს რუსთაველზე და რატომ არ მოქმედებდა 2022 წელს. ებღაუჭება სკამს, რომელი პარტიაც არის მიშა სააკაშვილი და მის პარტიაში ებღაუჭები ჩაჭიდებული ხარ ამ სკამს, იმსახურებს ეს ხალხი, რატომ იყავი წინააღმდეგი მიშა სააკაშვილის პრემიერობის. რაც შეეხება, მანქანის ჩუქებას, ფუფუნების საგნებს, ძვირადღირებულ ავტომობილებს, ეს მას აწუხებს, ვინ აჩუქა, ვინ უთხრა, ეს არაა ჩემი საქმე, არც მაინტერესებს, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილის გუნდის წარმომადგენლების ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა ნიკა მელიას ავტომანქანა აჩუქა. ნიკა მელიამ ამ განცხადებას წერილობით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ კეზერაშვილის საჩუქარი პარტიის საჭიროებისთვის გამოიყენებოდა და როცა მისი დაბრუნება გადაწყდა, მეორე მხარემ მასზე უარი თქვა და ავტომობილი დღემდე პარტიის ავტოფარეხში დგას.
ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების საჯარო განცხადებების საფუძველზე კი აუდიტის სამსახურმა მოკველევა დაიწყო.