„ვაშინგტონ პოსტი“ – აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უყრაინის უსაფრთხოებას არა ნატო-ს წევრობა, არამედ ძლიერი არმია უზრუნველყოფს

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უყრაინის უსაფრთხოებას სამომავალოდ არა შეთანხმებები, არამედ ძლიერი არმია უზრუნველყოფს, ხოლო ყირიმის დაბრუნების საკითხი შეიძლება გადაიდოს.

როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, აშშ სულ უფრო მეტად იხრება იმ მოსაზრებისკენ, რომ სამომავლოდ უყრაინის უსაფრთხოებას არა მისი ნატო-ში გაწევრიანება ან მოკავშირეებთან შეთანხმების გაფორმება, არამედ ძლიერი არმია და რუსეთის შეკავების შესაძლებლობა უზრუნველყოფს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენისა და სხვა მაღალჩინოსნების საუბრებზე დაყრდნობით წერს, როლებიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე მუშაობენ.

„უსაფრთხოებას დაიცავს მძლავრი შეიარაღება, განსაკუთრებით, ჯავშანტექნიკა და ანტისაჰაერო თავდაცვა, ძლიერ, არაკორუმპირებულ ეკონომიკასთან და ევროკავშირის წევრობასთან ერთად“, – წერს „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი დევიდ იგნატიუსი.

იგნატიუსი ასევე საუბრობს ყირიმზე და აცხადებს, რომ ვაშინგტონსა და კიევში მიიჩნევენ, რომ ყირიმის ძალის გამოყენებით დაბრუნება ვერ მოხერხდება.

„მასშტაბური კამპანია ყირიმის ნახევარკუნძულის დასაკავებლად რომ არარეალისტურია, მიიჩნევს ბევრი ოფიციალური პირი აშშ-სა და უკრაინაში ნაწილობრივ პუტინის მინიშნების გამო, რომ ყირიმი შეიძლება იქცეს ბირთვული ესკლაციიის ჩახმახად“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

გამოცემის ცნობით, უახლოეს პერსპექტივაში მნიშვნელოვანია, რომ ყირიმი აღარ იყოს ბაზა უყრაინაზე თავდასხმებისთვის.

„ერთ-ერთი ფორმულა, რომელიც ჩემთვის საინტერესოა – ეს არის ყირიმის დემილიტარიზებული სტატუსი და პოლიტიკური კონტროლის საკითხის გადადება. უკრაინელი ოფიციალური პირები შარშან მეუბნებობდნენ, რომ ასეთ შესაძლებლობას აშშ-ის ადმინისტრაციასთან განიხილავდნენ“, – წერს „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი.