პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი მიესალმება გერმანიის გადაწყვეტილებას, გადასცეს ტანკები უყრაინას და კანცლერ ოლაფ შოლცს მადლობას უხდის.
პოლონეთის მთავრობის მეთაური გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას რუსეთის “შეჩერებისკენ” გადადგმულ დიდ ნაბიჯს უწოდებს.
„მადლობა, კანცლერო ოლაფ შოლც. უკრაინისთვის „ლეოპარდების“ გაგზავნის გადაწყვეტილება არის რუსეთის შეჩერებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, – წერს მატეუშ მორავიეცკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.