უყრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

უყრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა. კასიანოვს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა.

როგორც სამინისტროში მანამდე განმარტეს, კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს.

ცნობისთვის, საქართველოში უყრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უყრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში უყრაინის საელჩო არ გამორიცხავს უყრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“.

„პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განვიხილოთ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების საკითხი“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.