„გირჩის“ წვრის იაგო ხვიჩიას თქმით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას არ ეთანხმება.
საუბარია ანდრეი კასიანოვის იმ განცხადებაზდე, სადაც კასიანოვი აღნიშნავს, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქართველებს არავისთვის მიუციათ საფუძველი, რომ მათი მოქალაქეები საქართველოდან გაიქცნენ.
„კასიანოვის განცხადება მცდარია და მას არ ვეთანხმები, რადგან საქართველოში ბევრი სხვა ეროვნების ადამიანი არის, ყოფილა და ამით ცნობილი ვართ. ვახერხებდით იმ წესრიგის შექმნას, რომ ადამიანებს თავიანთი ჩხუბი ჩვენს ტერიტორიებზე არ გადმოეტანათ. ამიტომ მგონია, ეს განცხადება შეცდომაა. ქართველებს არავისთვის მიგვიცია იმის საფუძველი, რომ მათი მოქალაქეები ჩვენგან გაიქცნენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში სხვები შემოდიან და მათი დაპირისპირება შეიძლება, აქ გაგრძელდეს. ჩვენი ისტორიიდან ასეთი შემთხვევა არ მახსენდება“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.