„ლელოს“ წევრები ანდრეი კასიანოვს შეხვდნენ

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია უყრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ ანდრეი კასიანოვს შეხვდნენ.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო უყრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია და ჰუმანიტარული დახმარება.

მათივე ცნობით, ასევე, საუბარი შეეხო საქართველო-უყრაინის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებასა და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებას.

„ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად განვიხილეთ ორი მსხვილი თემა. ერთი არის უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარება, რა შეიძლება გავაკეთოთ, რათა ამ ძალიან კრიტიკულ მომენტში ჩვენს დებს და ძმებს უკრაინაში დავეხმაროთ. ამ მიმართულებით საინტერესო იდეებია და ჩვენც გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმი გავაკეთოთ. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი თემა, პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივა ომის შემდგომი, უკრაინის აღდგენის სამუშაოებსა და გეგმებზე, რომელიც მართლა უზარმაზარი და უპრეცედენტოა. ვფიქრობთ, რომ უკრაინის აღდგენაში საქართველოს ბიზნესსექტორის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან ინტენსიური და მნიშვნელოვანი მიმართულებებია, სადაც ქართულ ბიზნესს შეუძლია, მართლაც დიდი წვლილი შეიტანოს უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის პროცესში. ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი დიალოგი უკვე კონკრეტული ნაბიჯების დონეზეც“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.