ვალერი მელაძეს მოსკოვში კონცერტი გაუუქმეს. ადგილობრივი მედიები წერენ, რომ ის “შავ სიაში” მოხვდა.
“კამსამოლსკაია პრავდას” ინფორმაციით, 8 მარტს მოსკოვში დაგეგმილ კონცერტზე ის ვლადიმირ პრესნიაკოვით ჩაანაცვლეს.
“რია ნოვოსტი” კი წერს, რომ 2023 წლის გაზაფხულზე მელაძეს ციმბირის ქალაქებში გასტროლები ჰქონდა დაგეგმილი, კერძოდ: ნოვოსიბირსკში, კრასნოიარსკში, ირკუტსკში და ბარნაულში. მათივე თქმით, ირკუტსკში 4 მაისს დაგეგმილი კონცერტი უკვე გაუქმდა.
რუსული მედიები წერენ იმასაც, რომ მელაძის ვებგვერდზე ეს კონცერტები ჯერ კიდევ აფიშაზეა, თუმცა ამ ეტაპზე იქ მხოლოდ ისრაელსა და კვიპროსში დაგეგმილი კონცერტების შესახებ წერია.
2 იანვარს სოციალური ქსელებით გავრცელდა დუბაიში გადაღებული ვიდეო, რომელშიც მელაძე სიტყვებს: დიდება უკრაინა (Слава Україні!), უპასუხა: დიდება გმირებს (Героям слава!).
ამას რუსეთში კრიტიკა მოჰყვა და ის უკრაინელი ნაციონალისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.
პარტია “სამართლიანი რუსეთი – სიმართლისთვის” ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მელაძეს უნდა ჩამოერთვას ყველა არსებული ტიტული.
პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრმა კი მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა.
პასუხად მელაძემ განაცხადა, რომ მისთვის “ძალიან საყვარელ ერებს კონფლიქტი აქვთ, რომელშიც ადამიანები იღუპებიან” და მხოლოდ ის სურს, ანტაგონიზმი შეჩერდეს და “ახლო ერებს შორის ურთიერთშეთანხმება დამყარდეს”.