მედიის ცნობით, აშშ უყრაინისთვის 31 ერთეული „ემ1 აბრამსის“ გადაცემას გეგმავს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უყრაინისთვის 31 ერთეული „ემ1 აბრამსის“ გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგის“ თეთრი სახლის რეპორტიორი ჯენიფერ იაკობსი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო დახმარების ღირებულება 400 მილიონ დოლარს შეადგენს.

ამერიკული მედია წერს, რომ უყრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ისაუბრებს.