საქართველოს აშშ-ზე დიდი მხარდამჭერი არ ჰყავს – კელი დეგნანი

საქართველოს აშშ-ზე დიდი მხარდამჭერი არ ჰყავს – კელი დეგნანი.

„საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებზე დიდი მხარდამჭერი არ ჰყავს. ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ და ვთანამშრომლობთ მასთან, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა სათავეში იმიტომ, რომ ჩვენი მხარდაჭერა არის ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისთვის და ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ზუსტად 2008 წელს, ასევე, ამერიკამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და საქართველოში გამოაგზავნა, როგორც საზღვაო, ასევე, საჰაერო ფლოტი, რამაც ხელი შეუწყო რუსული აგრესიის შეჩერებას. შემდგომ უკვე კონგრესმა დიდი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ, როდესაც საქართველოს გამოუყო მილიარდები და მას შემდეგ ეს დახმარება გრძელდება” – განაცხადა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

წყარო: 1tv.ge