ანტარქტიდაში არსებული ბრიტანეთის პოლარული სადგურის ცნობით, ბრანტის შელფურ მყინვარს ლონდონის ზომის გიგანტური აისბერგი მოწყდა.
„დიდი ლონდონის ზომის უზარმაზარი აისბერგი (1550 კვ.კმ) მოწყდა 150 მ სისქის ბრანტის შელფურ მყინვარს მას შემდეგ, რაც ბუნებრივი გზით წარმოქმნილი ბზარები გავრცელდა მყინვარზე. ყინულის გაპობა მოხდა კვირა საღამოს ინტენსიური მოქცევის დროს”, – ნათქვამია ბრიტანეთის კვლევით სადგურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.