„ხალხის მსახურის“ დეპუტატი ნიკოლაი ტიშჩენკო ტაილანდში გამგზავრების გამო პარტიიდან გარიცხეს

უყრაინის სახალხო დეპუტატი, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ნიკოლაი ტიშჩენკო ტაილანდში გამგზავრების გამო პარტიიდან გარიცხეს.

როგორც ტაილანდში უყრაინის საელჩოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტიშჩენკოს 27 იანვარს ბანგკოკში უყრაინულ დიასპორასთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

ნიკოლაი ტიშჩენკოს ტაილანდში გამგზავრებას გამოემხაურა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და პარტიის თავმჯდომარე ოლენა შულიაკს მისი პარტიიდან გარიცხვისკენ მოუწოდა.

„ვხედავ, რომ ყველას არ ესმის, რას უნდა აკეთებდნენ სახალხო დეპუტატები ომის დროს. ამიტომ ვამზადებთ რიგ საკადრო გადაწყვეტილებებს: 1. „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან ნიკოლაი ტიშჩენკოს გათავისუფლება; 2. ვიწვევთ სასწრაფო სხდომას, რათა გავრიცხოთ ის ჩვენი ფრაქციის შემადგენლობიდან; 3. მივმართავ ოლენა შულიაკს პარტიიდან „ხალხის მსახური“ მისი გარიცხვის თხოვნით. დარწმუნებული ვარ, არავის სჭირდება განმარტება, რისთვის. ვიმედოვნებ, ამის შემდეგ ყველა საბოლოოდ გაიგებს, რაში მდგომარეობს ომში მონაწილე ქვეყნის დეპუტატის მუშაობა“, – წერს არახამია „ტელეგრამ-არხში“.

მოგვიანებით, პარტიის წარმომადგენელმა, იულია პალიჩუკმა განაცხადა, რომ ნიკოლაი ტიშჩენკო პარტია „ხალხის მსახურიდან“ გარიცხეს. უყრაინული მედიის ცნობით, უყრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ნიკოლა ტიშჩენკოს შვილის ნათლიაა.

შეგახსენებთ, უყრაინის ეროვნული უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით და პეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით, უყრაინელ სახლმწიფო მოხელეებს, მათ შორის დეპუტატებს საომარი მდგომარეობის პერიოდში ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ, გამონაკლისს მხოლოდ სამსახურებივი მივლინებები წარმოადგენს.