“ლელო – საქართველოსთვის”: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გრძელდება პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა

პარტია “ლელო – საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

“თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს, 26 იანვარს გამოცხადებულმა განაჩენმა, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება,  დაადასტურა, რომ პარტია “ლელო – საქართველოსთვის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გრძელდება პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა.

ამ საქმის სამართლებრივი მხარე აბსურდულია……

როგორც ევროპული პარლამენტის რეზოლუციები, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები და სხვა საერთაშორისო დოკუმენტები პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითად აფასებს „ლელო“-ს ლიდერების წინააღმდეგ წარმოებულ სამართლებრივ დევნას.

ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება, როგორც საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ასევე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში სტრასბურგში.

სასამართლო სისტემის რეფორმა, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად. შესაბამისად, მიკერძოებული და პოლიტიკურად მართული სასამართლო გამოწვევას უქმნის ჩვენს სახელმწიფოს და მის ევროპულ მომავალს.

„ლელო“ გააგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, სასამართლო სისტემის რეფორმა კი, მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. “- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.