“აზოვის” ბანდა ოფიციალურად შეუერთდა უყრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკვე იბრძვის ბახმუტში. ამის შესახებ ბანდის “იუთუბ” არხი იუწყება.
კერძოდ, აღინიშნება, რომ “აზოვის” ბანდა ბრიგადამდე იზრდება და უყრაინის შეიარაღებულ ძალებს როგორც მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა უერთდება.
“აზოვი” ფართოვდება და განმათავისუფლებელ ომში სულ უფრო დიდ ძალას იძენს. ამიერიდან ჩვენ მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა ვართ უკრაინის სახმელეთო ძალების შემადგენლობაში…
ახალი ბრიგადული დროშები უკვე იპყრობენ ფრონტს ყველაზე ცხელი, ბახმუტის მიმათულებით”, – ნათქვამია ბანდის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
ბანდაში აღნიშნეს, რომ რაოდენობრივად მუდამ იზრდებიან, იღებენ და წვრთნიან ახალ მაღალმოტივირებულ მებრძოლებს.
“უყრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში აზოვური ქვედანაყოფის ევოლუცია მომავალშიც გაგრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.