პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით,„გირჩის“ პოლიტიკა სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით კატეგორიულად მიუღებელია.
მისი თქმით, საქართველოს, რომელიც იმყოფება მომეტებული საფრთხეების პირობებში სჭირდება სრული ეროვნული ძალისხმევის მობილიზება ეფექტიანი თავდაცვისა და პირველ რიგში შეკავებისთვის.
„გირჩის“ პოლიტიკა სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ქვეყანას, რომელიც იმყოფება მომეტებული საფრთხეების პირობებში, რა თქმა უნდა, სჭირდება სრული ეროვნული ძალისხმევის მობილიზება ეფექტიანი თავდაცვისა და პირველ რიგში შეკავებისთვის“, განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
პარლამენტი იმ საკანონმდებლო ხარვეზს ასწორებს, რომლითაც „გირჩმა“ ისარგებლა. პრემიერმა 12 დეკემბერს თქვა, რომ ე.წ. რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების გარანტი აღარ იქნება. გირჩი წინააღმდეგობისთვის ემზადება და დახმარებას ითხოვს.