„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
ახალციხე – ანტონ ობოლაშვილი;
რუსთავი – ნინო ლაცაბიძე;
ზესტაფონი – ბეჟან წაქაძე;
მცხეთა – შალვა კერესელიძე;
ბოლნისი – გოგი მეშველიანი;
საბურთალო – დავით სერგეენკო;
გლდანი – ლევან კობიაშვილი;
ისანი – სოზარ სუბარი;
რაჭა – გოჩა ენუქიძე;
გურჯანი – დავით სონღულაშვილი;
თელავი – ირაკლი ქადაგიშვილი.
20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოფიციალურად ხვალ დაასახელებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
“იმედი”