“ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ძირითადი ინდიკატორი, მისი ექსპორტ/იმპორტის ანუ ბალანსის % ული წილია მშპ ში. ბუნებრივია, აღნიშნული ინდიკატორი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, ეროვნული ვალუტის სიმყარეს” – აღნიშნულია “სატრანსპორტო დერეფნის კვლევითი ცენტრის” ფეისბუკ-გვერდზე.
“ექსპორტ/იმპორტის – ბალანისის % ული წილი მშპ ში, თუ 2018 წელს საქართველოს ექსპორტმა 3.356 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 9.137 მილიარდი დოლარი, შესაბამისად დისბალანსმა – 5.781 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ქვეყნის მშპს მაჩვენებელმა 16.210 მილიარდი დოლარი, გამოდის რომ ექსპორტ/ იმპორტის ბალანსის წილი მშპ ში – 35.7 % ია.
რა პოზიცია უჭირავს საქართველოს რეგიონში? რეგიონის 11 ქვეყნიდან, 8 უარყოფითი, ხოლო 3 დადებითი მაჩვენებელი გააჩნია. ამ მაჩვენებლით, რეგიონში მხოლოდ ერთ ქვეყანას ვჯობივართ, კერძოდ ყირგიზეთს, რომლის მაჩვენებელი – 38.8 % ია;
საგულისხმოა, რომ აღნიშნული ინდიკატორის გაუმჯობესება, პირველ რიგში ექსპორტ/იმპორტის ბალანსის შემცირებით და პარალელურად მშპს ზრდითაა შესაძლებელი”, – მიიჩნევენ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში”.