„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არ არის მის ხელმძღვანელში, პრობლემაა ის ფუნდამენტი, რომელზეც ის დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვიდრე არ შეაფასებენ საკუთარ წარსულს, იქამდე იქნებიან „მარგინალურ კუთხეში“.
„ეს ფუნდამენტი არია ძალადობის, ეროვნული ინტერესების უარყოფის, ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრების მცდელობა, შემდეგ უკვე ოპოზიციიდანაც სწორედ ასეთი მცდელობებია. ამიტომ პრობლემა არის თავად ფილოსოფიაში, რომელიც ჩადებულია ამ პარტიაში. ისინი თავის წარსულს ვიდრე არ შეაფასებენ და შეაფასებენ გულახდილად, კეთილსინდისიერად, მანამდე ეს პარტია იქნება იმ მარგინალურ კუთხეში, რომელშიც ის არის უკვე წლებია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.