28 იანვარს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის  საავტომობილო გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე, დეპარტამენტის  კონტრაქტორი  ორგანიზაცია  ,,ჰუნანის გზებისა  და  ხიდების  სამშენებლო ჯგუფი“  ახორციელებს გზის ღერძზე ბოძკინტების აღდგენის სამუშაოებს.

სამუშაოებისა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე,  ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე, 2023 წლის 28 იანვარს 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით ჩაიკეტება.

დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო  მნიშვნელობის  თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 159-ე კმ-დან (სოფ. ვერტყვიჭალასთან არსებული სატრანსპორტო კვანძიდან), საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე.