ისანში საბურავები იწვის

თბილისში, ისანში ხანძარია. ტერიტორიაზე ღია სივრცეში მეორადი საბურავები იწვის. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.

როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.