იულია ტიმოშენკომ ახალი წლის დასაწყისი დუბაიში გაატარა

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ახალი წლის დასაწყისი დუბაიში გაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა დრო ხუთვარსკვლავიანი საატუმრო Kempinski-ს ვილაზე გაატარა.

წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, დუ­ბა­ი­ში ტიმოშენკო სიფრ­თხი­ლეს იჩენ­და. შეუძლებელი იყო მისი და­ნახ­ვა სანაპიროზე.

აღსანიშნავია, რომ ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინფორმაცია, რომ ჯერ კი­დევ ომის დაწყებამდე პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის ოჯახ­თან ერ­თად დუ­ბა­ი­ში გა­და­ვი­და საცხოვრებლად.