ბაიდენს სურს უყრაინაში ჩასვლა, მაგრამ ახლა ის მომენტი არ არის. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
“პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შესაბამის დროს ენდომება ამის გაკეთება. მაგრამ ახლა ის მომენტი არ არის”, – აღნიშნა კირბიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს უყრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან და ისინი “საკმაოდ ხშირად” საუბრობენ.
“კიდევ ერთხელ, ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ უკრაინა შეიარაღებით მოვამარაგოთ”, – აღნიშნა კირბიმ.