სენსაცია: აშშ კმაყოფილია “ნორდ სტრიმის” აფეთქებით!

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უყრაინული “მაიდნის” სულისჩამდგმელი ვიქტორია ნულანდი ამერიკული პირდაპირობით აცხადებს სენატში, მოსმენებზე:

“სენატორო კრუზ, როგორც თქვენ, ისევე მე და, ვფიქრობ, ადმინისტრაცია, მოხარულები ვართ, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი-2″, ახლა, როგორც თქვენ ამბობთ, გადაქცეულია ლითონის ნამსხვრევად ზღვის ფსკერზე” – მიმართა ნულანდმა სენატორ ტედ კრუზს.

როგორც ვხედავთ, ნულანდის მტკიცებით, თვით აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლება – ადმინისტრაციაა გახარებული ბალტიის ზღვაში გამავალ გაზსადენის განადგურებით. როგორც ცნობილია, “ნორდ სტრიმ 2”-ის საშუალებით ევროპის დიდ ნაწილს ბუნებრივი აირი უნდა მიეღო რუსეთისაგან. ეს ამერიკული სიხარული პრაქტიკულად აღიარებაა იმისა, რომ გაუგონარი მასშტაბის საბოტაჟი ევროპას “მეგობარმა” ამერიკამ მოუწყო. იხილეთ სენსაციური ვიდეო: