“აჰმატის” მეთაური: დონბასის ტერიტორია ერთ თვეში ან თვენახევარში გათავისუფლებული იქნება!

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოფ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის გათავისუფლება თვენახევარში შეუძლიათ.

რია ნოვოსტის ცნობით, ამის შესახებ “აჰმატის” სპეცრაზმის მეთაურმა და ყოფ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის მე-2 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილემ აპტი ალაუდინოვმა განაცხადა.

”ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ მომდევნო თვენახევარში ჩვენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლებას ვიხილავთ,” – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ალაუდინოვის თქმით, რუსული ქვედანაყოფები ახლა ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან.