ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი, მიხეილ სააკაშვილის Spiegel-ისთვის მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც, გამოცემის თანახმად, სააკაშვილი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც მისი საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმა, არაა გამორიცხული, რუსეთის აგენტები იყვნენ.
„ბატონო პრეზიდენტო, შენ რომ წამების მსხვერპლი არ იყო და ძლევამოსილი პრეზიდენტის პედასტალზე იდგე ერთი დღე აღარ ვიქნებოდი შენი მხარდამჭერი! არასწორად მიმაჩნია კიდევ ქარაგმებით საუბარი და ენმ-ის გულშემატკივარი ხალხის ნერვებზე თამაში და კიდევ უფრო მეტი დაბნეულობის შემოტანა პარტიაში! საფლავში გინდათ საიდუმლო წაიღო! იცოდეთ ასეც მოხდება და ბევრი ადამიანი განაწყენებული დაგრჩებათ! დროულად თქვით რა არის სიმართლე და იქნებ ამ სიმართლის გარშემო გავერთიანდეთ ერიც და ბერიც! დავიღალე ამ ქარაგმებით, თქვენ არ დაიღალე ამ წამებით და უძრაობის ჭაობში ყოფნით?! კმარა! – სიმართლე ყველამ უნდა ვიცოდეთ!
პ.ს. ამჯერად ვინ გაგყიდათ ძალიან მაინტერესებს. ჩვენი ბოლო შეხვედრაც მახსოვს და თქვენი ოპტიმიზმიც. ვინ იდგა ამ ღალატის მიღმა?!
ამ ინტრიგების და ქარაგმების მსხვერპლი ხართ დღემდე!- საზოგადოება დაბნეული შემოგყურებთ! მე პირადად არ მინდა ვინმეს მარიონეტი ვიყო!” – წერს გია ხუროშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.