უყრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას აკრიტიკებს, რომელშიც პრემიერმა უყრაინა ავღანეთს შეადარა და აღნიშნა, რომ ის ახლა სადავო, არავის მიწად იქცა.
უყრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, ეს არის ორბანის მორიგი საზიზღარი განცხადება, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია.
მისი თქმით, ბუდაპეშტი გამიზნულად აფუჭებს უნგრეთ-უყრაინის ურთიერთობებს და მნიშვნელოვნად უთხრის ძირს ორ მეზობელ ქვეყანას შორის შემდგომი დიალოგის შესაძლებლობას.
პრემიერის ამ განცხადების გამო უყრაინის საგარეო უწყებაში უნგრეთის ელჩს დაიბარებენ.
ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ „რუსეთის მიზანია, უყრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს. ისინი ამაში წარმატებული აღმოჩდნენ, ის ახლა ავღანეთია, არავისი მიწა“.