დასავლეთის ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ უყრაინაში 321 ტანკის გაგზავნა იგეგმება, – ამის შესახებ საფრანგეთში უყაინის ელჩმა, ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა.
„დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე“, – განაცხადა მან.
უყრაინელი დიპლომატის თქმით, მიწოდების დრო თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება.
„ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს ტექნიკური მომსახურება, სხვები აგვარებენ ლოგისტიკის საკითხებს ან ელოდებიან სხვა მოდელების მიღებას“, – განაცხადა დიპლომატმა.