“ნაციონალური მოძრაობა” კახეთში მომხდარი სტიქიის ზარალის აღწერას იწყებს

“ნაციონალური მოძრაობა” კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულების აღწერას იწყებს. ოპოზიციის ინფორმაციით, ხელისუფლება პროცესს შეგნებულად აჭიანურებს, ამიტომ პარტია დაზარალებულებს თვითონ აღრიცხავს. ზარალის ანაზღაურება კი 31 ოქტომბრის შემდეგ მოხდება.

 

როგორც ჩანს, ხელისუფლება უკვე მზად არის იმისთვის, რომ მას ამის უნარი არ აქვს და ასრულებს თავის მმართველობას, და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ზარალის აღწერა. ჩვენ მივალთ ყველა ოჯახში, ყველა ნაკვეთში, ვნახავთ ზარალისგან მიყენებლ ყველა შედეგს და 31 ოქტომბრის შემდეგ დაიწყება ამ ადამიანების ზარალის ანაზღაურება, – ამბობს იგი. 

გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით არის რამდენიმე სოფელი, სადაც რთველი ფაქტობრივად აღარ იქნება.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელში განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და საზამთროს ბაღები.

“მთავარი”