პეტრ პაველმა ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. ამის შესახებ ხმების 95%-ის დათვლის შედეგები მეტყველებს, რომლებიც ვებსაიტზე volby.cz არის გამოქვეყნებული.
მეორე ტურში ნატო-ს ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა საარჩევნო უბნების 95%-ის დათვლის შემდეგ ამომრჩეველთა ხმების 57.56% მიიღო. მისმა კონკურენტმა, ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა კი 42.43%. წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 70%-მდე შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
პეტრ პაველმა, ოთხის გარდა, ჩეხეთის ყველა რეგიონში გაიმარჯვა. იგი ხმების დათვლის დაწყვებისთანავე ლიდერობდა და ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა პრაღაში მიიღო – სამ მეოთხედზე მეტი.
ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე პეტრ პაველი მილოშ ზემანს 8 მარტს ჩაანაცვლებს.