კიმ ჩენ ინის და: მუდამ ერთ სანგარში ვიქნებით რუსეთის არმიასა და ხალხთან ერთად

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და, კიმ იო ჯონგი უყრაინაში მიმდინარე ომს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩრდილო კორეელები მუდამ რუსეთს დაუჭერენ მხარეს.

“მუდამ ერთ სანგარში ვიქნებით, რუსეთის არმიასა და რუს ხალხთან ერთად”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დასავლელი მოკავშირეების მიერ უყრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებას ეხმაურება.

“ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერი შეიარაღება, რომლითაც ამაყობს აშშ და დასავლეთი სრულად დაიწვება და გადაიქცევა ჯართად, რუსეთის გმირი ჯარისა და გმირი ხალხის უდრეკი საბრძოლო სულისკვეთების წინაშე”,- წერს კიმ იო ჯონგი.