ახალ ზელანდიაში სტიქიას ებრძვიან – დაიღუპა ოთხი ადამიანი

ახალ ზელანდიაში სტიქიას ებრძვიან – ოკლენდში, წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ამინდის კიდევ უფრო მეტად გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სტიქიის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 350 მოქალაქე დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი.