უყრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშემწყობია.
მისი თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთს სთავაზობს პლატფორმას გენოციდის ხელშეწყობისა და მათი შემდგომი მკვლელობების წახალისებისთვის.
„ცხადია, რუსულ ფულს, რომელიც ყიდულობს ოლიმპიურ თვალთმაქცობას, სისხლის სუნი არ ასდის, ასე არ არის, ბატონო ბახ?“ – მიმართავს პოდოლიაკი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ტომას ბახს.
შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ უნდა განიხილონ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების 2024 წლის ოლიმპიადაში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის საკითხი. კომიტეტის განცხადებით, არცერთ სპორტსმენს არ უნდა შეუშალოს ხელი ასპარეზობაში მხოლოდ მათი პასპორტის გამო.