ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ არის გადაყვანილი

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ არის გადაყვანილი.

როგორც ნინო ნადირაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი პალატაში იმყოფება.

ცოტა ხნის წინ გიორგი ჩალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ.