იაგო ხვიჩია ხაბეიშვილის წინადადებაზე: „თუ რაღაცას გააკეთებ, დავტოვებთ მანდატებს“

თუ რამე გამოწვევა აქვს ახლა ბატონ ხაბეიშვილს, ეს არის დადოს პოლიტიკური წინადადება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, რომელიც იმდენად სამართლიანი იქნება, რომ ამ წინადადებას ხალხი შემოუერთდება, – ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. „გირჩის“ ლიდერის თქმით, ხაბეიშვილის წინადადება ექსპრეზიდენტის გათავისუფლების სანაცვლოდ „ნაცმოძრაობის“ მიერ პარლამენტისა და საკრებულოს მანდატების დატოვების შესახებ არასერიოზულია.

„მანდატების დატოვებამდე საქმე აქამდეც მისულა. აქამდე იყო „თუ რაღაცას არ გააკეთებ, მანდატებს დავტოვებთ“ და ახლა ეუბნები „თუ რაღაცას გააკეთებ, დავტოვებთ მანდატებს“. მე ვერ ვხედავ რანაირად შეიძლება იყოს ეს შედეგიანი. შემთხვევით ყველაფერმა შეიძლება მოიტანოს შედეგი, მაგრამ ლოგიკურად როგორ შეიძლება ამან შედეგი მოიტანოს, ამას ჯერჯერობით კარგად ვერ ვხვდები“, – განაცხადა ხვიჩიამ.