ტელეწამყვან დიანა ტრაპაიძესა და ოპოზიციონერ პარლამენტარ, გიორგი ვაშაძეს შორის „ტვ პირველის“ ეთერში მწვავე დებატები გაიმართა.
ჟურნალისტი: საპენსიო, საბიუჯეტო თანხებზე საუბარი,თქვენი ინტერპრეტაციით მაყურებელს არ აინტერესებს.
ვაშაძე: რა ინტერპრეტირებული?! არასწორი ბრძანდებით, რას ნიშნავს ინტერპრეტირებული?! 8 მილიარდი იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, როცა პენსია 130 ლარი იყო, დღეს ბიუჯეტი არის 24 მილიარდი ლარი, რომ გავამრავლოთ, 500 ლარამდე უნდა იყოს პენსია….
ჟურნალისტი: ჩვენს ეთერში ნუ ყვირიხართ, პარლამენტის დარბაზში შედით და იქ იყვირეთ. პარლამენტში იმიტომ ხართ რომ ხალხს ელაპარაკოთ და მათ შორის პრობლემები გადაწყვიტოთ.