მე აპოლიტიკური ფიგურა ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას.
პოლიტიკურ სიმპათიებზე საუბრის არც უფლება მაქვს და არც – სურვილი. დღეს მიწვეული ვიყავი, როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„წარმოვადგენ სახელმწიფოს და სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში და იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
“იმედი”